ტრენერები

სოფო ჩხაბერიძე

ტრენერი

სოფო ჩხაბერიძე- ტრენერი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

 2019 წლიდან არის სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სოციალური უნარების ტრენერი.

განათლება მიიღო „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში - ჯიპა“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“. 2010 წელს მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“, ძირითადი სპეციალობით პოლიტიკის მეცნიერებები, ხოლო მეორადი სპეციალობით – მასობრივი კომუნიკაციები. 2018 წელს მიიღო „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში-ჯიპა“ მაგისტრის აკადემიური ხარისხი  „საზოგადოებასთან ურთიერთობაში.“

2020 წელს გაიარა ტრენერთა ტრენინგი საჯარო მმართველობის რეფორმის PAR-ის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ გახდა „სახელმწიფო სერვისების მიწოდების“ სერტიფიცირებული ტრენერი.

2022 წელს მოწვეული ექსპერტის სტატუსით ითანამშრომლა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“  და „შემოსავლების სამსახურთან“,  საჯარო მმართველობის რეფორმა „PAR”-ის ფარგლებში,  „სახელმწიფო სერვისების მიწოდების“ მიმართულებით სტანდარტიზაციის პროცესიის ხელშეწყობის მიზნით.

 2022 წელს გაიარა კურსები, თემაზე „ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია“ ასევე  „მენეჯმენტი და ლიდერობა“ რის შედეგადაც მოიპოვა გერმანიის DBB აკადემიის ტრენერთა ტრენერის სტატუსი.

 2022 წლიდან დღემდე  არის სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში “  საჯარო მმართველობის რეფორმა PAR- ის“  ფარგლებში საჯარო უწყებების თანამშრომელთა გადამზადების  პროგრამის კოორდინატორი.

 2018 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებთან მოწვეული ლექტორისა და ტრენერის სტატუსით.

 მუშაობის პერიოდში მიიღო სასწავლო პროგრამების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების სრული ციკლის მართვის გამოცდილება.

 მისი ძირითადი საქმიანობა უკავშირდება ტრენინგებისა და სასწავლო პროცესების მართვას.

 ტრენერის რანგში მას აქვს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების თანამშრომლებთან  „ტრენერთა ტრენინგის“, „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურების“, „სერვის პლიუსის“ „მედიასპიკერის უნარების,“ „სტრატეგიული კომუნიკაციის,“ „მედიასთან ურთიერთობის,“ „არავერბალური კომუნიკაციის,“ თემებზე ტრენინგების  ჩატარების გამოცდილება. იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი.