ტრენერები

ნინო ელბაქიძე

ტრენერი

ნინო ელბაქიძეტრენერი, ფსიქოლოგი. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სოციალური უნარების ტრენერია 2015 წლიდან.

განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2014 წელს მიენიჭა ფსიქოლოგ-კონსულტანტის სპეციალიზაციით მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2011 წელს – სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ძირითადი სპეციალობით პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო მეორადი სპეციალობით – თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით (მიჩიგანის უნივერსიტეტის პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში).

2014 წლიდან, სასწავლო ცენტრში საქმიანობის პარალელურად, მუშაობს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოზარდებთან (სტუდია მოზარდთა ოკუპაციური თერაპიისა  და ინკლუზიისათვის), სადაც ჩართულია, როგორც მოზარდებთან სამუშაო პროგრამის შემუშავებაში, ასევე მის განხორციელებაში.

2019 წლიდან, იგი როგორც მკველევარი და ფსიქოთერაპევტი, ჩართულია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კვლევით პროექტში „მენტალიზაცია ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგიურ აბილიტაციაში“.

2019 წლიდან, იგი როგორც მოწვეული მასწავლებელი და ლექტორი, თანამშრომლობს აზრივნების აკადემიასთან.

ასევე, მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში, იგი ატარებდა ტრენინგებს პიროვნული განვითარების სხვადასხვა თემაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2014 წელს ახორციელებდა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ მონიტორინგს. 2013-2014 წლებში მუშაობდა ტიპური განვითარების მქონე მოზარდებთან შვეიცარიული მითოდრამის ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდით. 2010-2011 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბის პრეზიდენტის მოადგილე. აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება (ახალგაზრდული კლუბი „ჩვენი ხედვა“არასამთავრობო ორგანიზაცია „AIC”).

მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში. 2013-2014 წლებში, როგორც ფსიქოლოგმა, მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო ტრენინგებში იტალიასა და ნიდერლანდებში, თემებზე – ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ეკოლოგიური სოცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

 

იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი. როგორც ტრენერს, 2020 წლამდე, ჩატარებული აქვს 300 -მდე ტრენინგი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის  თემებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, მომსახურება, არავერბალური კომუნიკაცია, სტრესის მართვა, მშობლის როლი პიროვნების ფსიქო-სოციალური განვითარებაში, ემოციების მართვა, სოციალური პერცეფცია.