ტრენინგი


მიზნობრივი ჯგუფი :
ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ახლად დასაქმებულია ან/და სურს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქმიანობის დაწყება; პირები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროცესში ან დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლით.
ტრენინგის მიზნები :
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში ან/და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენაში და გადაჭრის გზების მოძიებაში. გააცნოს მსმენელებს ამ სფეროში არსებული გამოცდილება, გადასცეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და შესძინოს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ტრენინგის თემატიკა :
• სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მისი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, რელევანტური ნორმატიული აქტები
• სახელმწიფო შესყიდვების მიზნები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან, დღგ-ს ფაქტორი.
• შესყიდვის საშუალებები - ზოგადი მიმოხილვა; სახელმწიფო შესყიდვის ბიზნეს-პროცესი
• გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში , ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები; შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები)
• შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები), მონეტარული ზღვრები.
• გეგმის რეგისტრაცია - ePLAN; სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან. გეგმის კორექტირება. მრავალწლიანი შესყიდვების ასახვა.
• გამარტივებული ელექტრონული ტენდერი/ელექტრონული ტენდერი ტენდერის გამოცხადებამდე გასატარებელი პროცედურების განხილვა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ძირითადი პრინციპები, მისი განმარტების საშუალება და პროცესი, ცვლილებების განხორციელების საშუალება, პირობა და ვადა.
• სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება, კითხვა/პასუხი
• სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა (თეორია+პრაქტიკა) ოქმის შედგენის/გამოქვეყნების პრაქტიკა და ვადები, ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების გამოქვეყნების თავისებურება.
• შერჩევა/შეფასება (სიტუაციური განხილვა. "ტენდერი არ შედგა", "დასრულებულია უარყოფითი შედეგით", "ტენდერი შეწყვეტილია"), დისკვალიფიკაცია ტექნიკური შეუსაბამობის გამო, საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისას, გარანტიის წარმოუდგენლობაზე, არაკეთილსინდისიერი ქმედება გამარჯვების მოპოვებისათვის, სატენდერო წინადადებაზე და ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა და სხვა)
• CMR მოდულის გამოყენება და ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში;
• ელექტრონული მოდულის საშუალებით ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა და სისტემაში შესაბამისი მონაცემების შეყვანის წესი.
• კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა და შედეგების გაფორმება
• კონსოლიდირებული ტენდერი, ერთობლივი ტენდერი
• შავი სია და მისი მნიშვნელობა, შავ სიაში შეყვანის მიზნით პრეტენდენტის სააგენტოსათვის წარდგენა , სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და შავი სიის წარმოება, თეთრი სიის წარმოება და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები