ტრენინგი


მიზნობრივი ჯგუფი :
საჯარო ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლების ჩართულები არიან ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
ტრენინგის მიზანი :
ტრენინგ მოდულის მიზანია მონაწილეებმა აიმაღლონ ზოგადი ცოდნა საქართველოს საბიუჯეტო სისტემის თაობაზე, აქტიურად მიიღონ მოაწილეობა ინტერაქტიულ-შემეცნებით სამუშაოებში და გამოიმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოადგებათ საჯარო სამსახურში შემდგომი მუშაობის დროს, ვინაიდან საბიუჯეტო პროცესებში, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ფინანსისტები არიან ჩართულნი, არამედ ყველა სფეროს, დარგის და მიმართულების სპეციალისტებო, რათა მოახდინონ თავიანთი პროგრამების/ღონისძიებების ადეკვატურად ასახვა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• საჯარო ფინანსების მართვის სისტემა
• საჯარო ფინანსების მართვის ორგანოები
• საბიუჯეტო სისტემის მოწყობის პრინციპები
• საბიუჯეტო პროცესის ეტაპები
• საბიუჯეტო პრიორიტეტები და სტრატეგიები
• ბიუჯეტის პროექტის მომზადება
• ბიუჯეტის დაბალანსება
• ბიუჯეტის შესრულების ეტაპი
• ბიუჯეტის ანგარიშგების ეტაპი
• ბიუჯეტის კონტროლი და აუდიტი
• ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტები და ტერმინები
• მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვა პრაქტიკული მაგალითების მიხედვით
• პროგრამული ბიუჯეტირების არსი
• ორგანიზაციული ბიუჯეტირება
• პროგრამული ბიუჯეტირების უპირატესობა
• პროგრამული ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფი
• საბიუჯეტო კლასიფიკაციის არსი და მნიშვნელობა
• შემოსავლების კლასიფიკაცია ზოგადად
• ხარჯების კლასიფიკაცია ზოგადად
• ფინანსური აქტივების და ვალდებულებების კლასიფიკაცია ზოგადად