ტრენინგი

სილაბუსი
 
პრეზენტაციის შექმნის ტრენინგ კურსი შექმნილია იმისათვის, რომ ახალმა ან უკვე გამოცდილმა მომხმარებლებმა ისწავლონ, როგორ გამოიყენონ ის უამრავი ფუნქცია, რაც Microsoft PowerPoint 2013-ს გააჩნია.PowerPoint-ი არის პრეზენტაციისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი საუკთესო პროგრამა, რომელიც ურთიერთობს Microsoft office სხვა პროგრამებთანაც, როგორიც არის მაგ: excel, word და სვა Microsoft office-ის პროგრამები. სასწავლო კურსი იწყება ყველაზე ელემენტარული ფუნქციებიდან და ნელ-ნელა რთულდება ისე, რათა ყველა მონაწილემ კარგად გაიგოს თითოეული საჭირო ფუნქცია და შემდგომში შეძლოს მათი საჭიროებისამებრ გამოყენება. სწავლებისას გამოყენებული იქნება ინსტრუქციები და თვალსაჩინო მასალები, რაც გაამარტივებს შესწავლის პროცესს.
 
ამ სასწავლო პროგრამის შესწავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:
 
  • მართოთ PowerPoint 2013-ის ინტერფეისი
  • გახსნათ ახალი ან უკვე არსებული დოკუმენტები, შეინახოთ ცვლილებები, შეცვალოთ დოკუმენტის ფორმატი და დაბეჭდოთ.
  • გამოიყენოთ კოპირება/ჩასმის, ამოჭრისა და format painter ფუნქციები პრეზენტაციის შექმნისას.
  • გააფორმოთ და გაფანტოთ ტექსტი, დააფორმატოთ აბზაცი.
  • ჩასვათ და გააფორმოთ სხვადასხვა სახის ფიგურები. 
  • გამოიყენოთ პრეზენტაციაში პოვნა/ჩანაცვლების ფუნქციები.
  • ჩასვათ სურათი, გრაფიკა ან ვიდეო და გააფორმოთ ეს ობიექტები.
  • ჩასვათ ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები და შევცვალოთ მონაცემები მათში.
  • გააკეთოთ თქვენი კომენტარი დოკუმენტში.
  • გამოიყენოთ Hyperlink ფუნქცია.
  • ტექსტის ჩასმას სიმბოლოების მსგავსად
  • დანომროთ გვერდები და დაარედაქტიროთ ფურცლის თავსართი და ბოლოსართი(Header&Footer)
  • აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ტექსტის მზა დიზაინი
  • გამოიყენოთ მათემატიკური განტოლებები და სიმბოლოები.
  • პრეზენტაციაში ჩასვათ ვიდეო ან აუდიო ფორმატის ფაილები.
  • გააფორმოთ პრეზენტაცია, შევცვალოთ სლაიდის თემები, ფერები, ვიზუალი და ა.შ.
  • Transitions-პანელიდან აკონტროლოთ სლაიდიდან სლაიდზე გადასვლა და შეუცვალოთ ეფექტი გადასვლის მომენტში
  • Animations-პანელით უამრავი გაფორმება გაუკეთოთ პრეზენტაციას.
  • დააკორექტიროთ პრეზენტაციის სლაიდები.
 
შედეგი:
ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, ტრენინგის გავლის შემდეგ, მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების შედეგად, ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ PowerPoint-ის დამატებითი ამოუწურავი ფუნქციები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს მათ პრეზენტაციას და უფრო სასიამოვნოს გახდის მათი მუშაობის პროცესს.