ტრენინგი

სილაბუსი

MS Ecxel საოფისე პროგრამების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი ძირითადად ტექსტური და რიცხვითი ინფორმაციის დასამუშავებლად გამოიყენება: გარკვეული არითმეტიკული თუ მათემატიკური გამოთვლების შესასრულებლად, დიაგრამებისა და გრაფიკების ასაგებად და ა.შ.
 
 
 
 
 
ამ სასწავლო პროგრამის საშუალებით, თქვენ შეისწავლით:
 
 
 
  • როგორ უნდა მართოთ Excel 2013-ის ინტერფეისი.
  • როგორ უნდა გახსნათ ახალი ან უკვე არსებული დოკუმენტები, შეინახოთ ცვლილებები და დაბეჭდოთ.
  • კოპირების, ჩასმის, ამოჭრისა და დაფორმატების ფუნქციები.
  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება.
  • როგორ უნდა გამოიყენოთ პოვნა/ჩანაცვლების ფუნქცია Excel-ში.
  • როგორ უნდა ჩასვათ სურათი, გრაფიკა ან უკანა ფონი Excel-ის დოკუმენტში და როგორ გააფორმოთ ჩასმული ობიექტები.
  • როგორ ჩასვათ ცხრილი და ცვლილებები განახორციელოთ ამ ცხრილში.
  • ძირითადი ფუნქციების და ფორმულების გამოყენება.
  • როგორ ავაგოთ არსებული მონაცემებით დიაგრამა.
  • მონაცემებთან მუშაობა (რიგის ან სვეტის გადაადგილება, მოცულობის გამოყოფა უჯრისათვის და სხვა).
  • უჯრების და დიაპაზონების მოდიფიცირება.
  • როგორ უნდა შეინახოთ Excel-ის დოკუმენტი სხვა ფორმატში (მაგ. PDF)
  • Editing ინსტრუმენტები (Sum, Average, Count Number, Max, Min, Fill, Clear, Sort, AutoFilter, Find, replace)
  • View ინსტრუმენტებიდან (New Window, Arrange All, Freeze)
  • Page Layout ინსტრუმენტებიდან Page Setup ქვეჯგუფი სრულად
  • Sumif, Sumifs, Countif, Countifs, Averageif, Averageifs - ფუნქციები; მაგალითები
  • Sheet-ებისა და ფაილების დაცვა; პაროლების დადება ფაილის გახსნასა და რედაქტირებაზე.
  • დიაგრამები (Design)
  • ლოგიკური ფუნქციები (IF, OR, AND); პრაქტიკული სამუშაოები.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შედეგი:
 
ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, ტრენინგის გავლის შემდეგ, მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების შედეგად, ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ Excel-ში დამატებითი ამოუწურავი ფუნქციები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს, გაუმარტივებს და უფრო სასიამოვნოს გახდის მათი მუშაობის პროცესს.