ტრენინგი

სილაბუსი
ტექსტური რედაქტორის ტრენინგ კურსი შექმნილია იმისათვის, რომ ახალმა ან უკვე გამოცდილმა მომხმარებლებმა ისწავლონ, როგორ გამოიყენონ ის უამრავი ფუნქცია, რაც Microsoft Word 2013-ს გააჩნია დოკუმენტების, პუბლიკაციების შესაქმნელად და გამოიყენონ ის სამსახურეობრივ თუ შინაურ გარემოში იმ დავალებების შესასრულებლად, რაც მოითხოვს word-ის ცოდნას. სასწავლო კურსი იწყება ყველაზე ელემენტარული ფუნქციებიდან და ნელ-ნელა რთულდება ისე, რათა ყველა მონაწილემ კარგად გაიგოს თითოეული საჭირო ფუნქცია და შემდგომში შეძლოს მათი საჭიროებისამებრ გამოყენება. სწავლებისას გამოყენებული იქნება ინსტრუქციები და თვალსაჩინო მასალები, რაც გაამარტივებს შესწავლის პროცესს.
 
ამ სასწავლო პროგრამის საშუალებით, თქვენ შეისწავლით:
 
  • როგორ უნდა მართოთ Word 2013-ის ინტერფეისი
  • როგორ უნდა გახსნათ ახალი ან უკვე არსებული დოკუმენტები, შეინახოთ ცვლილებები და დაბეჭდოთ დოკუმენტი.
  • როგორ გამოიყენოთ კოპირება/ჩასმის, ამოჭრისა და format painter ფუნქციები ტექსტურ რედაქტორში.
  • როგორ უნდა გამოიყენოთ შაბლონებიროგორ შექმნათ ძირითადი და დამატებითი ტექსტები, პარაგრაფები და როგორ გააფორმოთ დოკუმენტი.
  • როგორ უნდა გამოიყენოთ პოვნა/ჩანაცვლების ფუნქცია ტექსტურ რედაქტორში.
  • როგორ უნდა ჩასვათ სურათი, გრაფიკა ან ვიდეო Word-ის დოკუმენტში და როგორ გააფორმოთ ჩასმული ობიექტები.
  • როგორ ჩასვათ ცხრილი და ცვლილებები განახორციელოთ ამ ცხრილშიროგორ გაუკეთოთ თქვენი კომენტარი დოკუმენტს.
  • როგორ უნდა ჩასვათ თავსართი/ბოლოსართიდოკუმენტში და როგორ დავნომროთ ფურცელი.
  • როგორ უნდა გაუკეთოთ სარჩევი ვორდის დოკუმენტს.
  • როგორ უნდა შეინახოთ ვორდის დოკუმენტი სხვა ფორმატში.
 
შედეგი:
ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, ტრენინგის გავლის შემდეგ, მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების შედეგად, ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ Word-ის დამატებითი ამოუწურავი ფუნქციები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს მათ დოკუმენტებს და გაუმარტივებს და უფრო სასიამოვნოს გახდის მათი მუშაობის პროცესს.