ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?
წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი ორგანიზაციის/დეპარტამენტის თანამშრომელი მუშაობს ერთ ელექტრონულ სივრცეში – ,,ერთ მაგიდასთან“ (მიუხედავად მათი სხვადასხვა რეგიონებში, ოფისებში ან ოთახებში განაწილებისა). ყველა დოკუმენტი, რომელსაც რომელიმე თანამშრომელი ამზადებს ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერს შეუძლია პირადი კომპიუტერიდან წამოიღოს დოკუმენტი, შეიტანოს მასში ცვლილება და უკან დააბრუნოს. ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ფიქსირდება ცვლილების დრო, შინაარსი და პიროვნება, რომელმაც დოკუმენტზე იმუშავა. ასევე, შესაძლებელია თითოეულ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობის ხარისხის განსაზღვრა და ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის შეზღუდვა. რაც მთავარია, პროგრამა SharePoint-ის მთავარი უპირატესობაა დოკუმენტების ელექტრონული არქივირება.
ტრენინგის თემები:
ტრენინგ-პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა დოკუმენტ-მენეჯმენტის სისტემის (SharePoint):
  • ძირითადი ფუნქციები;
  • გამოყენების შესაძლებლობები;
  • ძლიერი და სუსტი მხარეები.
ტრენინგის მიზანი:
დოკუმენტ-მენეჯმენტის სისტემის (SharePoint) გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაციის მიღება და პროგრამის მექანიზმების მართვისათვის საჭირო უნარების გამომუშავება.