ტრენინგი

ტრენინგის აღწერასაზოგადოებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ობიექტურად და დამაჯერებლად მიწოდებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პროცესში ფლობდე მედია სპიკერის უნარებს, რაც გულისხმობს საინფორმაციო გზავნილის შექმნისა და დამუშავების, კითხვებზე პასუხის გაცემის, კამერასთან მუშაობის, ემოციების მართვის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის, ინტერვიუს მართვისა და დარწმუნების მეთოდების ცოდნას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გზავნილის შექმნა;
  • ინტერვიუს მართვა;
  • სხეულის ენა;
  • ემოციების მართვა;
  • დარწმუნების ხელოვნება.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს სპიკერისათვის საჭირო  საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები; გამოუმუშავოს თავდაჯერებულობა კომუნიკაციის პროცესში; თავიდან აიცილონ ურთიერთობის ბარიერები და ტიპური შეცდომები ინტერვიუს მიცემისას.

ტრენინგის შედეგიტრენინგის შედეგად მონაწილეები საინფორმაციო გზავნილის შემუშავებას და აღნიშნული გზავნილის მედია საშუალებებით ეფექტურად გავრცელებას შეძლებენ. გარდა ამისა, მონაწილეები შეძლებენ, რომ ინტერვიუს პროცესი თავდაჯერებულად მართონ.

მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი ჰქონდეს გავლილი.

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც მედიასთან კომუნიკაცია სჭირდება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.