ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?
დღეისათვის უფრო და უფრო აქტუალური ხდება ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომელთა პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა, რაც ტრენინგების მნიშვნელობის ზრდას განაპირობებს. ტრენინგის წარმატებას კი მეტწილად ტრენერი განსაზღვრავს. სწორედ ტრენერზე და მისი საქმიანობის ხარისხზეა დამოკიდებული სასწავლო პროგრამის წარმატება. ინფორმაციის გადაცემის სწორად შერჩეული მეთოდები, ტრენინგის წარმართვის სპეციფიკის ცოდნა და გათვალისწინება, სწავლისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნა – ის ფაქტორებია, რაც ტრენინგის წარმატებას უზრუნველყოფს.
ტრენინგის თემები:
  • ტრენინგის სრული ციკლი: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება
  • ტრენინგის სტრუქტურა
  • ტრენინგის მიზნების ფორმულირება
  • აუდიტორიის მოტივირების ტექნიკები
  • ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები
  • ტრენერების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგების დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.