ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?
დარწმუნებას დიდი ძალა აქვს. დარწმუნება ყველა სფეროში არსებითია: პოლიტიკაში, მარკეტინგში, ბიზნესში, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში. ამდენად, საინტერესოა: რა ფაქტორები ახდენენ გავლენას დარწმუნებაზე? რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავად კომუნიკატორი და მისი შეტყობინება იყოს დამარწმუნებელი? და თუ საფრთხეა იმისა, რომ სხვა კომუნიკატორი ცდილობს მანიპულირებას, როგორ ამოვიცნოთ მის მიერ გამოყენებული დარწმუნების ტაქტიკა?
ტრენინგის თემები:
  • კომუნიკაცია და დარწმუნება
  • დარწმუნების ფსიქოლოგიის ძირითადი კანონზომიერებები
  • დარწმუნების ტექნიკები
  • დარწმუნების ელემენტები
  • ფაქტორები, რომლებიც დარწმუნების პროცესზე ახდენენ ზემოქმედებას
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია და არგუმენტაციის ტექნიკები
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ინფორმაცია დარწმუნების თეორიებზე და შეეძლებათ დარწმუნებისა და არგუმენტაციის სხვადასხვა ტექნიკების გამოყენება.