ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?
სამსახურში სტრესული სამუშაო გარემო, როგორც წესი, იწვევს თანამშრომელთა ენთუზიაზმისა და მოტივაციის შემცირებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში გუნდური მუშაობის წახალისება და სტიმულირება, რათა თანამშრომლები საკუთარი მიზნების მიღწევის პროცესში კონცენტრირებული იყვნენ ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაზე. რაც უფრო მეტად არის შეჭიდული გუნდი, მით მაღალია ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობა. ამ მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციები მიმართავენ გუნდური შეჭიდულობის სპეციალურ ტრენინგს.
ტრენინგის მიზნები:
  • გუნდში კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნა, მონაწილეთა მხრიდან ღიაობისა და გახსნილობის უზრუნველყოფა
  • გუნდის წევრებს შორის მიმღებლობის გაზრდა და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება
  • გუნდის შეკვრა, გუნდის საერთო ხედვის გამომუშავება
  • გუნდში კომპლექსური დავალებების შესრულებისათვის საჭირო მუშაობის უნარების გაძლიერება
გუნდური შეჭიდულობის ტრენინგისათვის შესაძლებელია იუსტიციის სასწავლო ცენტრის რეგიონული ყვარლის ოფისის გამოყენება