ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?
ცხოვრების სწრაფი და ცვალებადი ტემპის გამო ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ერთდროულად ბევრი რამ აკეთონ. დროის დეფიციტის პირობებში ცდილობენ, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად მოაგვარონ გარკვეული საკითხები, რამაც განაპირობა სატელეფონო მომსახურების მნიშვნელობის გაზრდა. სატელეფონო მომსახურება, ხშირად, სწორედ ის პირველი კონტაქტია ორგანიზაციასთან, რის საფუძველზეც პირველადი შთაბეჭდილება ყალიბდება. სატელეფონო ზარი გულისხმობს ურთიერთქმედებას, რომელიც ხორციელდება ,,ბრმად“, შესაბამისად იზრდება ტელეფონის ყურმილში ნათქვამი თითოეული სიტყვისა თუ ფრაზის მნიშვნელობა. ამდენად, აუცილებელია, ოპერატორი ფლობდეს სატელეფონო კომუნიკაციის სპეციფიკაზე ცოდნასა და შესაბამის უნარებს.
ტრენინგის თემები:
  • სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების სპეციფიკ;
  • ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები
  • მომხმარებელთა დაკმაყოფილების ფსიქოლოგიური კანონზომიერება
  • ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • საუბრის მართვის ტექნიკები
  • ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები
  • უკმაყოფილო მომხმარებელთან ქცევის ტექნიკა
ტრენინგის მიზანი:
ეფექტიანი სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.
ტრენინგი ტარდება ამერიკის მომხმარებელთა მომსახურების ინსტიტუტის (Customer Service Institute of America -CSIA) მიერ სერტიფიცირებული პროგრამით.