ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: კონფლიქტი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსხვავებებისგან წარმოიქმნება. ადამიანები განსხვავდებიან ღირებულებების, იდეების, პოზიციების, ინტერესებისა თუ მოთხოვნილებების მიხედვით, რაც იწვევს დაპირისპირებას. ზოგჯერ ეს სხვაობები ძალიან ტრივიალური ჩანს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში, მძაფრ განცდებს იწვევს. კონფლიქტის მართვის სტრატეგიების ცოდნა და შესაბამისი უნარების განვითარება ხელს შეუწყობს პოზიტიური გამოცდილების მიღებას კონფლიქტური სიტუაციიდან.

ტრენინგის თემები:

  • კონფლიქტის ფსიქოლოგია;
  • კონფლიქტის დადებითი მხარეები;
  • კონფლიქტის მიზეზები, წყაროები და ტიპები;
  • კონფლიქტის დინამიკა;
  • კონფლიქტის მართვის სტრატეგიები;
  • მოლაპარაკების წარმოება, მედიაცია.25

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრო  კონფლიქტური სიტუაციების განვითარების დინამიკა და მიზეზები და გამოიყენონ კონფლიქტური სიტუაციების მართვის განსხვავებული სტრატეგიები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარების გაუმჯობესება. სასურველია, მონაწილეს გავლილი ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: შესავალი კურსი - 2 დღე (14 სთ), სრული კურსი - 4 დღე (28 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1 ან 3-დღიანი ტრენინგის ჩატარება.