ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: თანამედროვე საზოგადოება ცხოვრების სწრაფ და ცვალებად ტემპს ამკვიდრებს. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ერთდროულად ბევრი რამ აკეთონ. ისინი წუხან, რომ მათი მომავალი ბუნდოვანია, პირადი ცხოვრებისთვისა და დასვენებისათვის კი დრო - არასაკმარისი. სტრესულ გარემოში ცხოვრებას ახლავს დროის ქრონიკული უკმარისობა, ინფორმაციული გადატვირთვა, მოულოდნელი ცვლილებები, რაც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს; პრობლემები, რომლებიც არ გაძლევს ცხოვრებით სრულად დაკმაყოფილების საშუალებას; არაკეთილსასურველი ცვლილებების შიში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში; სამუშაო, რომელიც ყურადღების მუდმივ დაძაბვას მოითხოვს და ა.შ. სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. შედეგად, იმდენად ვეჩვევით მას, რომ მის ზემოქმედებას ხშირად ვეღარ ვგრძნობთ. ამიტომ აუცილებელია სტრესის სიმპტომების დროული იდენტიფიკაცია და შესაბამისი ზომების მიღება.

ტრენინგის თემები:

  • სტრესის ფსიქოლოგია;
  • სტრესის სიმპტომები და ფორმები;
  • სტრესის სუბიექტური შეფასება;
  • სტრესის ძირითადი წყაროები;
  • სტრესის დაძლევა;
  • სტრესის დაძლევის სპეციალური ტექნიკები.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ სტრესის წყაროები და სიმპტომები, შეაფასონ სტრესის დონე და გამოიყენონ სტრესის მართვის განსხვავებული ტექნიკები, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრებით კმაყოფილებისა და შრომის ნაყოფიერების გაზრდას.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანი რეაგირების უნარების გაუმჯობესება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 2 დღე (14 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1-დღიანი ტრენინგის ჩატარება.