ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული კურსით?
თანამედროვე საზოგადოება ცხოვრების სწრაფ და ცვალებად ტემპს ამკვიდრებს. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ერთდროულად ბევრი რამ აკეთონ. ისინი წუხან, რომ მათი მომავალი ბუნდოვანია, პირადი ცხოვრებისთვისა და დასვენებისათვის კი დრო არასაკმარისი.
სტრესულ გარემოში ცხოვრებას ახლავს: დროის ქრონიკული უკმარისობა, ინფორმაციული გადატვირთვა, მოულოდნელი ცვლილებები, რომელიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, პრობლემები, რომლებიც არ გაძლევენ ცხოვრებით სრულად დაკმაყოფილების საშუალებას, არაკეთილსასურველი ცვლილებების შიში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, სამუშაო, რომელიც ყურადღების მუდმივ დაძაბვას მოითხოვს და არ იძლევა ინიციატივის გამომჟღავნების საშუალებას და ა.შ. ჩამოთვლილი სტრესული სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავება ტრენინგების საშუალებით შესაძლებელია.
ტრენინგის თემები:
  • რა არის სტრესი?
  • სტრესის სიმპტომები და ფორმები
  • სტრესის სუბიექტური შეფასება
  • სტრესის ძირითადი წყაროები
  • სტრესის დაძლევა
  • სტრესის დაძლევის სპეციალური ტექნიკები
ტრენინგის მიზანი:
სტრესის მართვისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და სტრესის მართვის განსხვავებული ტექნიკების გამოყენების უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრებით კმაყოფილებისა და შრომის ნაყოფიერების გაზრდას.