ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული კურსით?
შესაძლებელია თქვენ გაქვთ კარგი იდეა, თუმცა ის, თუ რამდენად მოხდება აუდიტორიისა თუ კონკრეტული პიროვნების დაინტერესება, დამოკიდებულია თქვენს პრეზენტაციულ უნარებზე. კვლევებით გამოვლენილ შიშების ათეულში აუდიტორიასთან საუბრის შიშს წამყვანი ადგილი უკავია. შიში და ღელვა პრეზენტაციის დროს კი ხელშემშლელი ფაქტორი ხდება წარმატების მიღწევისათვის. პრეზენტაციული უნარების განვითარება დაგეხმარებათ, როგორც საკუთარი თავის, ასევე თქვენი იდეების ეფექტიანად წარმოჩენაში.
ტრენინგის თემები:
  • პრეზენტაციის ეფექტიანობის განმაპირობებელი ფაქტორები
  • პრეზენტაციის მიზნების ფორმულირება
  • აუდიტორიის დარწმუნებისა და მოტივირების ტექნიკები
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • პრეზენტაციის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები
ტრენინგის მიზანი:
ეფექტიანი პრეზენტაციის მომზადებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.