ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული კურსით?
ყოველდღიურად, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ჩვენ უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და საჭიროებს შესაბამის უნარებს. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია ტრენინგის საშუალებით.
ტრენინგის თემები:
  • ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი
  • კომუნიკაციის ბარიერები
  • საუბრის მართვის ტექნიკები
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკები
ტრენინგის მიზანი:
ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური ურთიერთობების წარმატებით განხორციელებას.