ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2020 წლის კანონის და მისი იმპლემენტაციის შესახებ ცოდნის მიწოდება მონაწილეებისთვის. ასევე დეტალურად იქნება განხილული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების  კონვეცია, რომელიც დაედო საფუძვლად აღნიშნული კანონის მიღებას და არის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად. ასევე იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებსაც აღნიშნული კანონი აწესებს თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისთვის.

ტრენინგზე დამსწრეები ასევე მიიღებენ ცოდნას იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა სამედიცინო მოდელსა და სოციალურ მოდელს შორის, აღნიშნული მნიშნელოვანია, რადგან კანონი ადგენს სოციალურ მოდელზე გადასვლის ვალდებულებას. 

მონაწილეები გაეცნობიან  საერთაშორისო სტანდარტებს და მიეწოდებათ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ დაწესებული კომუნიკაციის წესების შესახებ.

 ტრენინგის ძირითადი თემები:  

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების  კონვეცია;
  • საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ;
  • სხვა პირებს.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14  საათი.