ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებმა შეიძინონ ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ, პოზიტიური აღზრდის ფორმების შესახებ, ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობის იდენტიფიცირების და შემდგომ ამ ბავშვთან გასაუბრებისა და გადამისამართების შესახებ. ტრენინგზე დამსწრე მონაწილეები მიიღებენ ცოდნას, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოახდინონ ბავშვის პატივის და ღირსების დაცვა, პირადი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ასევე შეიძენენ ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა მოახდინონ ბავშვის პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვა.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის ბავშვზე მორგებულ და ბავშვისთვის მეგობრულ გარემოში წარმართვის შესახებ. ასევე ბავშვებთან გასაუბრების ისეთი ფორმების შესახებ, რომელიც არ იქნება ბავშვისთვის ტრამვული და შესაბამის პროფესიონალს მისცემს საშუალებას მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ბავშვისგან.
ტრენინგის დამსწრეები შეიძენენ იმ ცოდნას რომელიც დაეხმარებათ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების უზრუნველყოფაში.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საათი.