ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სახელმწიფოში არსებული ბავშვის დაცვის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების და პროცედურული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობის შესახებ გადამისამართების პროცედურის და შეტყობინების მიმღები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.

ტრენინგის მიზანია ბავშვის დაცვის სისტემის კოორდინირებული მუშაობის მარეგულირებელი პროცედურების, პრინციპების და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ  მონაწილეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ასევე არსებული მიმართულებით განხორციელებული სამართლებრივი და სისტემური ცვლილებების შესახებ ინფორმირება.

ტრენინგის დამსწრეები შეიძენენ იმ ცოდნას რომელიც დაეხმარებათ, ბავშვის უფლებების დასაცავად შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ სახელმწიფო სტრუქტურებს.

ტრენინგის ძირითადი თემები:  

  • კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
  • ბავშვის უფლებათა კოდექსი;
  • სოციალური მუშაობის შესახებ კანონი;
  • სამოქალაქო კოდექსის საოჯახო სამართლის თავი;
  • სისხლის სამართლის კოდექსი;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
  • საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
  • "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
  • "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილების შესაბამისი შიდა სამოქმედო ინსტრუქციები

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ;
  • სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს;
  • სხვა პირებს.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21  საათი.