ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი შეეხება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების განხილვას. გაანალიზდება ძალადობის რისკ-ფაქტორები და მახასიათებლები. ყურადღება დაეთმობა ძალადობის ცნებისა და სუბიექტების განხილვას. ასევე, მოხდება ძალადობის სახეების იდენტიფიცირება და გაანალიზდება ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. განიხილება ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის როლი, მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ყურადღება გამახვილდება ამ კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში გასატარებელ რეფორმებზე.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს, ოჯახში ძალადობის არსი და მისი ნეგატიური ასპექტები. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის პრობლემატიკის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მახასიათებლების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს დაანახოს კანონმდებლობისა და სახელმწიფოს პოზიტიური როლი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ასევე ტრენინგი ტარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტებით გათვალისწინებულ მიზნობრივ ჯგუფებთან.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3,5 საკონტაქტო საათი.