ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია შესძინოს ტრენინგის მსმენელებს ზოგადი ცოდნა დისკრიმინაციის არსის და ნიშნების შესახებ. კურსზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ: სწორი რეაგირება მოახდინონ დისკრიმინაციულ მიდგომებზე მათ ირგვლივ,  გამოიმუშავონ ზოგადი უნარები, რომელთა მეშვეობით შეძლებენ დაუპირისპირდნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამასთანავე მიიღებენ ინფორმაციას დისკიმინაციისაგან დაცვის სახელმწიფოებრივ მექანიზმებზე.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • დისკრიმინაციის ცნება და არსი;
  • დისკრიმინაცია საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით;
  • დისკრიმინაციის ნიშნები და სახეები;
  • დისკრიმინაცია ბავშვთა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში;
  • რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაცია;
  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია;
  • გენდერული დისკრიმინაცია;
  • შშმ პირთა უფლებების შელახვა დისკრიმინაციული ნიშნით;
  • სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად;

ვის შეუძლია მონაწილეობა?

აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე ტრენინგი თარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტებით გათვალისწინებულ მიზნობრივ ჯგუფებთან.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3,5 საკონტაქტო საათი.