ტრენინგის მიზანი:
სანივთო და ვალდებულებითი სამართალი კერძო სამართლის, მათ შორის სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ინსტიტუტებია. სანივთო და ვალდებულებითი სამართლის გამიჯვნა სამართლებრივი ურთიერთობების სწორი კვალიფიკაციის წინაპირობაა, ხოლო სანივთო უფლებების (მათ შორის ყველაზე ფართო სანივთო უფლების-საკუთრების, ასევე შეზღუდული სანივთო უფლებების: აღნაგობის, უზუფრუქტისა და სერვიტუტის, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალებების-გირავნობისა და იპოთეკის), ასევე, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის რამდენიმე საინტერესო საკითხის (ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულების შეწყვეტა) შესახებ პროფესიული დონის ამაღლება, როგორც თეორიული ცოდნით, ასევე, უახლესი სასამართლო პრაქტიკით, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, სიმყარეს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სანივთო და ვალდებულებით სამართალში ტრენინგის მიზანია ტრენინგის მონაწილეებს აუმაღლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია ტრენინგის თემების ირგვლივ, განუვითაროს პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარები, რაც პრაქტიკოსი იურისტისთვის მაღალი პროფესიული სტანდარტის მიღწევისა და შენარჩუნების აუცილებელი საფუძველია.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო საქმიანობით დაკავებული იურიდიულ პირების წარმომადგენლებს, შესაბამის საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.