ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ნებისმიერი საჯარო ან კერძო სტრუქტურა თავისი ფუნქციების განხორციელების პროცესში ქმნის დოკუმენტებს. დაწესებულებაში დოკუმენტბრუნვის ორგანიზებისთვის არსებობს საქმისწარმოების სისტემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტები უნდა მოწესრიგდეს და მოწესრიგებული სახით დაარქივდეს. საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების დამუშავებისა და მოწესრიგების პროცესი გულისხმობს მის შემფასებელ ექსპერტიზას. შემფასებელი ექსპერტიზის დროს, შენახვის ვადაგასული და შენახვის ვადის მქონე დოკუმენტებს ერთმანეთისგან გადაარჩევენ. შესანახი საქმეები ფორმირდება შენახვის ვადის შესაბამისად, ხოლო შენახვის ვადაგასული საქმეები, გამოიყოფა მაკულატურაში. თითოეული პროცედურის განხორციელებისას აფორმებენ შესაბამის დოკუმენტს, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეების აღრიცხვისთვის - ანაწერებს, ხოლო გასანადგურებლად გამოსაყოფ, შენახვის ვადაგასულ დოკუმენტებზე - მაკულატურის აქტს.

აღნიშნული პროცედურები რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტით. შესაბამისად, მათი განხორციელება ნორმატიული დოკუმენტების ცოდნის გარეშე შეუძლებელია.  

ტრენინგის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების  შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. გააცნოს შენახვის ვადების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზა; დოკუმენტების საქმეებად ფორმირების პრინციპი.  შესძინოს და გაუუმჯობესოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მიაწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებზე.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ექსპერტიზის პროცესში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის მარეგულირებელი და მეთოდური დოკუმენტების გამოყენება;
  • ექსპერტიზის პროცესში ნუსხების, ნომენკლატურებისა და სხვა შენახვის ვადების განმსაზღვრელი დოკუმენტების გამოყენება;
  • დაწესებულების ინდივიდუალური ნომენკლატურის შედგენა;
  • საექსპერტო კომისიებისა და საექსპერტო შემფასებელი კომისიების მუშაობის ორგანიზება;
  • დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზება-ჩატარება;
  • დოკუმენტებიდან საქმეთა ფორმირება;
  • საქმეების გაფორმება;
  • დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების გაფორმება (ანაწერებისა და მაკულატურის აქტის შედგენა).

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კერძო და საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 42 საკონტაქტო საათი.