ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭება საგადასახადო სამართალს. საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება სახელმწიფოს მხრიდან იწვევს მკაცრ სანქციებს.

ტრენინგის მიზანია მსმენელებს: შეასწავლოს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ძირითად პრინციპები, საგადასახადო სამართლის ცენტრალურ ცნებები და ინსტიტუტები; მიაწოდოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ. ტრენინგი, ასევე, ითვალისწინებს მონაწილეებისთვის ცალკეული გადასახადის გამოანგარიშების წესისა და ძირითადი საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • საგადასახადო სამართლის წყაროები;
  • საგადასახადო სამართლის სუბიექტები;
  • საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები
  • გადასახადის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები
  • გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა
  • საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება;
  • საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო კონტროლი;
  • საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო შეთანხმება;
  • საშემოსავლო გადასახადი;
  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები;
  • მოგების გადასახადი;
  • დამატებული ღირებულებების გადასახადი;
  • არაპირდაპირი გადასახადები;
  • ადგილობრივი გადასახადები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ მენეჯერებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ბუღალტრებს, შესყიდვების ან  ლოჯისტიკის სპეციალისტებს, აუდიტის განმახორციელებელ პირებს, სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ პირებს და საკითხით დაინტერსებულ ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საკონტაქტო საათი.