ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

კერძო ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის მართვა, ბიზნესში წარმატებული საქმიანობა მოითხოვს ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ზედმიწევნით კარგ ცოდნას. ტრენინგის მიზანია მსმენელებს: გააცნოს რა ითვლება კანონმდებლობის მიხედვით სამეწარმეო საქმიანობად, სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და რა პროცედურების დაცვით ფუძნდება მეწარმე სუბიექტები; შესძინოს მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურის დამოუკიდებლად წარმართვის და თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოღენების უნარი.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მეწარმეთა შესახებ კანონის ზოგადი მიმოხილვა;
  • კომპანიების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ზოგადი მიმოხილვა;
  • ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაცია;
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) და მისი რეგისტრაცია;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და მისი რეგისტრაცია;
  • სააქციო საზოგადოება (სს) და მისი რეგისტრაცია;
  • სსიპ-ის სახეები, მათი წარმოშობა, უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.