ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

მედიასამართალი სამართლის დარგია, რომელიც აწესრიგებს მედიის მონაწილეობით დამყარებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მედიის გავლენა და, შესაბამისად, მედიასამართლის მნიშვნელობა უდიდესია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირად მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ შეიძლება ჩვენ კონკრეტული მოქმედების განხორციელებისკენ გვიბიძგოს. ამდენად, მნიშვნელოვანია მასმედიის წარმომადგენელთა ინფორმირება კანონმდებლობის იმ ძირითადი მოთხოვნების თაობაზე, რომელთა არცოდნა შესაძლოა, სერიოზული ზიანის მომტანი იყოს სხვა პირთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენელთა გათვითცნობიერება მათი საქმიანობის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებში.

ტრენინგის მიზანია მასმედიის წარმომადგენელთა გათვითცნობიერება მათ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სპეციალურ რეგულაციებში  და მათი საქმიანობის კანონმდებლობის ფარგლებში განსახორციელებლად საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.

 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მედიასამართლის ცნება;   
  • მედიასაშუალებათა სახეები და მისი მომწესრიგებელი კანონმდებლობა (ბეჭდური მედია, მაუწყებლობა, რადიომაუწყებლობა, ტელემაუწყებლობა, ინტერნეტი, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდი) 
  • მედიასამართალი და ადამიანის ძირითადი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები;
  • კერძო და საჯარო სექტორი;
  • მმართველობის დონეები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
  • არჩევნების პრინციპები;
  • სასამართლოს სისტემა;
  • დანაშაულის სახეები;
  • არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპები;
  • ბავშვთა უფლებები;
  • კომერციული, პოლიტიკური და სოციალური რეკლამა ბეჭდურ მედიაში, რადიომაუწყებელზე, ტელემაუწყებელზე და ინტერნეტში;
  • საავტორო უფლებები;
  • საჯარო ინფორმაცია და პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კიბერდანაშაული;
  • პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დარღვევისათვის.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მასმედიის წარმომადგენლებს (ბეჭდური მედია, რადიომაუწყებლობა, ტელემაუწყებლობა); საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებსა და სპეციალისტებს; საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერებსა და სპეციალისტებს; დაინტერესებულ პირებს. 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 28 საკონტაქტო საათი.