ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სამოქალაქო საქმეებზე მუნიციპალიტეტის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე წარმომადგენლობასთან.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სამოქალაქო პროცესის სამართლებრივი საფუძვლები და სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი დებულებები.
  • სამოქალაქო საქმეების უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა.
  • სასამართლოს აცილება და საპროცესო ხარჯები; საპროცესო ვადები, სასამართლოს შეტყობინება და დაბარება.
  • მხარეები სამოქალაქო პროცესში; სასამართლო მტკიცებულებები.
  • საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებული ზოგადი რეგულაციები.
  • შეგებებული სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფა.
  • საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადებისას მხარეების ქმედებები და სასამართლოს მთავარი სხდომა.
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი კანონიერ ძალაში შესვლა; საქმისწარმოების დამთავრება, შეჩერება; სამოქალაქო საქმეებზე სარჩელისა და შესაგებლის შედგენის ტექნიკა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.