ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

კერძო სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემები:   

  • კერძო სამართლის არსი და პრინციპები, კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები და ობიექტები;
  • კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოების მონაწილეობა კერძო სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში;
  • ხელშეკრულების მომზადება (წინასახელშეკრულებო ურთიერთობები); ხელშეკრულების დადება (ოფერტი, აქცეპტი);
  • ხელშეკრულების ფორმა; ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
  • ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულების მოშლა; ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა;
  • მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია;
  • სამოქალაქო ბრუნვაში მეტად გავრცელებული ხელშეკრულებები - ნასყიდობა, ქირავნობა, იჯარა, სესხი, ნარდობა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.