ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სამხედრო აღრიცხვა - მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულება.
  • საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.
  • პოლიციასა და სასამართლოსათვის საქმის გადაცემის ძირითადი პირობები და წესები.
  • დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურისათვის ანგარიშის წარდგენის წესები და შედგენის პრინციპები.
  • გამწვევი კომისიების ოქმის წარმოების თავისებურებანი.
  • გაწვევის უწყების ჩაბარების წესები და პრინციპები.
  • სხვა სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნის საკითხი.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.