ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილოების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია და ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დანიშნულება, გარანტიები,  ფორმები და სამართლებრივი რეგულაციები.
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ზოგადი რეგულაციები.
  • დასახლების საერთო კრების სტატუსი, უფლებამოსილებები და სამართლებრივი რეგულაციები.
  • პეტიცია.
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა.
  • მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს, მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.