ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

თანამედროვე პირობებში, როდესაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამარტივა ინფორმაციის გაცვლა, გამარტივდა ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ნებისმიერი მომსახურება დაფუძნებულია მონაცემთა დამუშავებაზე, აქტუალური გახდა ინფორმაციის გაცემის წესების დადგენა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა. დღეს, ნებისმიერი საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია არის პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი, ხოლო საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გამცემი. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემებისა და ინფორმაციის გაცემისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე. ტრენინგის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით, კანონმდებლობის თავისებურებების გაცნობით, იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც განსაზღვრულნი არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებად და იმ მოხელეების და სხვა უფლებამოსილი პირების, რომელთაც წვდომა აქვთ პერსონალურ მონაცემებზე, უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას.

ტრენინგის მიზანია ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, კანონის დებულებების არაერთგვაროვანი განმარტების პრევეენცია, მონაცემთა დამუშავებლების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების ხელშეწყობა და ადამიანის პერსონალურობის უფლების დაცვა.

ტრენინგის ძირითადი თემები:   

  • ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო ინფორმაციია;
  • საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, გაცემა და მისი მიღების კანონიერი შეზღუდვა;
  • პერსონალური მონაცემების ცნება;
  • მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი, მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები;
  • მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები;
  • მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა;
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებები და უფლებათა დაცვის მექანიზმები;
  • ზიანის ანაზღაურება;
  • სამართლებრივი შედეგი საჯარო ინფორმაციის არგაცემისას;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით, ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.