განაცხადები მიიღება 2024 წლის 29 აგვისტოდან 2024 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, განმცხადებელს უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე.
გაითვალისწინეთ, გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ რეგისტრაციის დასრულებამდე (არაუგვიანეს 5 სექტემბრისა).
საკონტაქტო პირები:
ქეთევან ზვიადაძე kzviadadze@tcj.gov.ge, ტელ: (+995 32) 294 22 65
მეგი ოდიშელიძე modishelidze@tcj.gov.ge ტელ: (+995 32) 238 22 59
გამოცდის ფორმატი
საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება, 2024 წლის 10 სექტემბერს. (კანდიდატების რაოდენობის გათვალისწინებით - 11 სექტემბერს).
საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.
კანდიდატს, რომელიც მიიღებს 75 ან მეტ ქულას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე.
გამოცდაში მონაწილეობის საფუძვლები:
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი სერტიფიკატის მიღება არის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის ან სტაჟიორ-გამომძიებლის პოზიციაზე დასანიშნად კანონით დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა. გამომძიებელი ან სტაჟიორ-გამომძიებელი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე.
გაითვალისწინეთ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არ არის ნასამართლევი;
ბ) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
გ) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
დ) ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
! გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.
! სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა (1 წლის გამოცდილება) არ ვრცელდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის მსურველ პირებზე („სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი).