სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 19, 21 და 24 აგვისტოს ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით, დაესწროთ უფასო ონლაინ ტრენინგებს შემდეგ თემებზე:

ციფრული გარემო და პერსონალურ მონაცემთა დაცვა (19 აგვისტო, 15:00-18:00) დარეგისტრირდით

ადევნება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სასამართლო პრაქტიკა (21 აგვისტო, 15:00-18:00)  დარეგისტრირდით

დასაქმებულის ძირითადი უფლებები (24 აგვისტო, 15:00-18:00) დარეგისტრირდით

 

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თითოეული ტრენინგის  ხანგრძლივობაა 3 სთ.

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.

ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 აგვისტო, 17:00 სთ !!

პასუხები, ტრენინგზე მოხვედრის თაობაზე, დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე 16 აგვისტოს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2024 წლის აგვისტოს თვეში ტრენინგებისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სამართლის აქტუალურ საკითხებზე ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ონლაინ ტრენინგებს, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე.