იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ საჯარო ლექციას: "ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ტენდეციები: ევროკავშირის პრაქტიკა და საქართველო"
ლექცია ჩატარდება 26 ივლისს, 19:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).
საჯარო ლექციას გაუძღვებიან დარგის ექსპერტები: რასმუს ნილსენი-ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის საკითხებში (USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა) და ზვიად გაბისონია-პროფესორი, სამართლის დოქტორი, USAID ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალში, ბტუ „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი“ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
რასმუს ნილსენი ლექციას გაუძღვება ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 80 რეგისტრირებულ პირს შორის.
რეგისტრაცია გრძელდება 24 ივლისის ჩათვლით.