სიახლეები

უფასო ონლაინ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის საშუალებით, 4-8 ივლისს გაიაროთ უფასო სამართლებრივი ტრენინგები შემდეგ თემებზე:

 

თანასწორობის უფლება შრომის სამართალში (4 ივლისი, 15:00-18:00).

 

სოციალური ქსელი და მასთან დაკავშირებული უფლებები (5 ივლისი, 15:00-18:00).

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზნები და პრინციპები (8 ივლისი, 15:00-18:00).

 

ტრენინგის სესიებს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერები.

 

ტრენინგები ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

 

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 ივლისის 18:00 საათი.

 

პასუხები ტრენინგებზე მონაწილედ მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე 3 ივლისს.

 

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე

 

„თანასწორობის უფლება შრომის სამართალში“ (4 ივლისი)

https://forms.gle/yfM7CAePzXF73Ajj6

 

„სოციალური ქსელი და მასთან დაკავშირებული უფლებები“ (5 ივლისი)

https://forms.gle/AAicYqfuzTEkdLUn6

 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზნები და პრინციპები“ (8 ივლისი)

https://forms.gle/XQPBaLcEeo5ZCced9