იუსტიციის სასწავლო ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) თანამშრომლობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით გაიაროთ უფასო სამართლებრივი ტრენინგები შემდეგ თემებზე:
24 ივნისი
15:00- სიახლეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში - დარეგისტრირდით
25 ივნისი
11:00- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი ფაქტორები და რეაგირების მექანიზმები - დარეგისტრირდით
27 ივნისი:
11:00- არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება - დარეგისტრირდით
15:00- კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლები - დარეგისტრირდით
ტრენინგის სესიებს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი კლინიკის ტრენერები.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.
ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).
ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 ივნისი, 15:00 სთ !!
პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 21 ივნისს.