იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 28 მაისიდან - 3 ივნისამდე გაიაროთ უფასო სამართლებრივი ტრენინგები შემდეგ თემებზე:
28 მაისი:
29 მაისი:
30 მაისი:
31 მაისი:
3 ივნისი:
ტრენინგის სესიებს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი კლინიკის ტრენერები.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.
ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).
ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 მაისი, 18:00 სთ !!
პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 24 მაისს.
„მომხმარებლთა უფლებები ონლაინ ვაჭრობის პირობებში’’ (28 მაისი) 11:00 სთ.
https://forms.gle/YQNZZJkvrE3zaX5R7
„შრომითი უფლებები და მათი დაცვის მექანიზმი’’ (29 მაისი) 11:00 სთ.
https://forms.gle/gmtYbHhVTR23rXBfA
„პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ზოგიერთი საკანონმდებლო სიახლე’’ (29 მაისი) 15:00 სთ.
https://forms.gle/bLAhb8oX2VCWWsje7
„მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები საქართველოში’’(30 მაისი) 11:00 სთ.
https://forms.gle/XPLjF6uEsSadirKR7
„ბავშვის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები’’ (30 მაისი) 15:00 სთ.
https://forms.gle/qJv1cazaiiTjv5Ps7
„ციფრული გარემო და პერსონალურ მონაცემთა დაცვა’’ (31 მაისი) 11:00 სთ.
https://forms.gle/qg5dUYDRBKpnB3N26
„საოჯახო სამართლის აქტუალური საკითხები’’ (3 ივნისი) 11:00 სთ.
https://forms.gle/5ExcHsGBXrMqsET69