პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო!
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსზე.
კურსი ჩატარდება 7 მაისიდან - 24 მაისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს (სულ 6 შეხვედრა) 18:00 - 20:30 სთ, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსის შინაარსობრივი აკრედიტაცია და სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლებამოსილება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში გასცეს სასწავლო ცენტრისა და გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის ერთობლივი სერტიფიკატი.
კურსის დასრულების შემდეგ:
- მსმენელი მიიღებს ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების შესახებ, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი მოაქციოს შესაბამისობაში არსებულ რეგულაციებთან.
- მონაწილე აღიჭურვება პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა დაცვის პროცესების მართვისთვის, მონაცემთა დაცვაზე ზემოქმედების შეფასებისთვის (DPIAs), კონფიდენციალურობის კუთხით გამოწვევებზე საპასუხოდ და მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის.
- მსმენელი მზად იქნება შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და განახორციელოს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების მონიტორინგი.
- შეძლებს დააიდენტიფიციროს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში არსებული შესაძლო რისკები და მათი ზეგავლენა დამუშავების პროცესის მონაწილე თითოეულ მხარეზე.
- მონაწილე ხედავს და იზიარებს პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელობას, პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის ხარისხს.
- დამოუკიდებლად შეძლებს მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით დარეგულირებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, პერსონალური მონაცემების ლეგიტიმურად დამუშავების უზრუნველყოფისთვის.
31 მაისს მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ სასწავლო ცენტრისა და გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის ერთობლივი სერტიფიკატები.
კურსს უძღვება ნინო ქურასბედიანი, გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის მიერ სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი (Zertifikat bDSB; Gültigkeitszeitraum: 11/2028; dbb akademie, GmbH; Dreigehenmorgenweg 36 • 53175 Bonn).
ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია 27 აპრილის ჩათვლით. დარეგისტრირდით
ღირებულება: 520 ლარი
თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა: 30 აპრილი. გადახდის რეკვიზიტები.