სიახლეები

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევები, 01 აგვისტოს 2023 წელი

II ეტაპი - პროფესიული ტესტი, 14 აგვისტო 2023 წელი

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;[1]
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  • გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები)

 

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

  • რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტაციის დასრულებამდე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება.

 

საკონტაქტო პირები:

  1. ქეთევან ზვიადაძე  kzviadadze@tcj.gov.ge       საკონტაქტო ტელეფონი 294 22 65
  2. მეგი ოდიშელიძე    modishelidze@tcj.gov.ge   საკონტაქტო ტელეფონი 238 22 59
  3. თინათინ ცინარიძე  ttsinaridze@tcj.gov.ge,      საკონტაქტო ტელეფონი 238 22 59

იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

ა) „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 22 ივნისის №324 ბრძანება;

ბ)“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N68 ბრძანება.

 

შენიშვნა: გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საგამოცდო პროგრამაში მითითებული სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებული ვერსიებით.



[1] პირმა, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში წარმოადგინოს დიპლომის დანართი, საიდანაც ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: სამართლის თეორია; საკონსტიტუციო სამართალი; სამოქალაქო სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი; ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; სამეწარმეო სამართალი;