სიახლეები

ტრენინგზე „შრომის სამართალი“ რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას კურსზე „შრომის სამართალი“! ტრენინგი ჩატარდება 5 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით (5, 7, 10, 12, 13 აპრილი) 19:00-დან 22:00  საათამდე, ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით.

 

ტრენინგის აღწერა: ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით“ რეგულირებულ  საკითხებზე, ასევე ყურადღება გამახვილდება სასამართლო პრაქტიკასა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ საერთაშორისო შრომის სტანდარტებზე.

 

ძირითადი თემები:

შრომის სამართლის წყაროები

საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედების სფერო;

შრომითი დისკრიმინაციის არსი და სახეები;

შრომითი ურთიერთობის სუბიექტები;

წინასახელშეკრულებო ურთიერთობა შრომის სამართალში;

შრომითი ხელშეკრულება;

შინაგანაწესი;

გამოსაცდელი ვადა;

სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შესვენების დრო, დასვენების დრო;

შვებულების სახეები და ხანგძლივობა;

შრომითი ხელშეკრულების შეჩერება და შეწყვეტა;

დავები შრომით ურთიერთობებში.

 

მიზანი: ტრენინგის მიზანია მონაწილეები გაეცნონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ რეგულირებულ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, საერთაშორისო შრომის სტანდარტებს, ასევე მიიღონ დეტალური ინფორმაცია უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

 

შედეგი: ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას შრომის სამართალში; ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეაფასონ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერ საფუძვლებთან და წესთან დაკავშირებით.

 

ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია 3 აპრილის  ჩათვლით.  დარეგისტრირდით

ღირებულება: 190 ლარი. 

თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 4  აპრილი.

გადახდის რეკვიზიტები