სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ უფასო იურიდიულ ტრენინგებს

უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 10 დეკემბერს გაიაროთ უფასო ტრენინგი შემდეგ თემაზე:

 “ადამიანის უფლებები და თავისუფლებები” (შესავალი).

 

*ტრენინგები იმართება ადამიანის უფლებათა  დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

 

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი 18:00 სთ !!

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

 

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 6 დეკემბერს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს