სიახლეები

სპეციალური სასწავლო კურსი პრობაციის ოფიცრებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრში პრობაციის ოფიცრებმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს.

გადამზადების პროგრამა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.

სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებისათვის სისტემის საქმიანობის შესახებ საბაზისო, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ეფექტიანი მუშაობის გაუმჯობესების მიზნით თემატური მასალის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება, ამასთანავე, ყოველდღიური სამუშაო პროცესისთვის მომზადება.

კურსის ბოლოს მონაწილეები გაივლიან ტესტირებას რომლის საფუძველზეც მიიღებენ სერტიფიკატს.