სიახლეები

უფასო სამართლებრივი ტრენინგები 18-21 ნოემბერს გორში, თბილისსა და ახალციხეში ჩატარდება.

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო! 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაძლევთ შესაძლებლობას, დარეგისტრირდეთ უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე 18-21 ნოემბერს გორში, თბილისსა და ახალციხეში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი,  14:00 საათი!                                                      

ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც პირველ 15 რეგისტრირებულ პირს შორის მოხვდება.

ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები.

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე 15 ნოემბერს.     

ღონისძიება ტარდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება.

თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ თანასწორობას საქართველოში.

აქტივობა ხორციელდება კამპანიის  „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.“

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულებზე:

18 ნოემბერი - გორი -  "თანასწორობის უფლება" - დარეგისტრირდით

 ტრენინგი ჩატარდება გორის იუსტიციის სახლში (მის: დავით გურამიშვილის ქუჩა N7)

 

19 ნოემბერი -თბილისი- "თანასორობის უფლება" - დარეგისტრირდით 

ტრენინგი ჩატარდება  თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის:თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 1)

 

21 ნოემბერი - ახალციხე - "ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები" - დარეგისტრირდით

 ტრენინგი ჩატარდება ახალციხის იუსტიციის სახლში (მის: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N3)