სიახლეები

პროექტი „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე 2022”

ტრეფიკინგის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პროექტის „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე” გამარჯვებული გახდა ,,თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდი შემდეგი შემადგენლობით: რატი აბუსერიძე, ანა ტაბატაძე, ნიცა სირაძე.
ნომინაციაში „საუკეთესო მომხსენებელი“ სალომე დიასამიძემ და თამარ კალანდიამ გაიმარჯვეს. შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს „თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე. აღნიშნული შეჯიბრი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ და დახვეწონ სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევები, შექმნან საკონტაქტო ქსელი.
,,გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).
პროექტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.