სიახლეები

მოხელის მენეჯერული უნარების კურსი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აგრძელებს პროფესიული განვითარების საბაზისო კურსს საჯარო მოხელეებისთვის. პროგრამის გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება.


”მოხელის მენეჯერული უნარების კურსი“ იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელი პირების, I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.


კურსის მიზანია, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ საჯარო მოსამსახურეს მიაწოდოს ინფორმაცია ორგანიზაციის, სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვაში მისი როლის შესახებ. მოხელეები გაეცნობიან იმ ზოგად პრინციპებს და მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ცვლილების განხორციელებას, ასევე, ისინი მიიღებენ ადამიანური რესურსების მართვის და გუნდის განვითარების იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა თანამშრომლების ეფექტიანი მართვისას.


საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია 2019 წელს მიენიჭა.