სიახლეები

უფასო იურიდიული ტრენინგები

ევროინტეგრაციის საკითხები და საქართველოს ადგილი ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცედურულ ჯაჭვში; ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; შეკრებისა და მანიფესტაციის ცნებები, მათი ფორმა და სახეები; დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებებთან დაკავშირებული პრობლემატიკა- ეს საკითხები იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფასო იურიდიულ ტრენინგებზე განიხილეს.

ტრენინგები 4 ჯგუფისთვის ჩატარდა, ჯამში ტრენინგებს 50 მონაწილე დაესწრო. სამართლებრივ ტრენინგებს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები უძღვებოდნენ.