სიახლეები

ტრენინგი "თვით-მენეჯმენტის ტექნიკები"

თვითმენეჯმენტის პრინციპები, დროის და პროდუქტიულობის მართვა, ამოცანების დასმა და შესრულების კონტროლი, თვითაღქმა და კონსტრუქციული უკუკავშირი- ეს თემები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა თვითმენეჯმენტის საკითხებზე თანამშრომელთა ცოდნის დონის გაღრმავება და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. 2 დღიანი ტრენინგი “ჭკვიანი სახლის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა.