სიახლეები

ტრენინგი „მენეჯმენტი და ლიდერობა“

იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ბეჟაშვილმა და სასწავლო ცენტრის ტრენერმა, სოფო ჩხაბერიძემ GIZ-ის "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადმინისტრაციული რეფორმების ხელშეწყობის რეგიონული ფონდის" მიერ ორგანიზებული ტრენინგი „მენეჯმენტი და ლიდერობა“ გაიარეს.

აღნიშნული პროექტი აერთიანებს რამდენიმე მიმდინარე ტრენინგ მოდულს და მიზნად ისახავს ლიდერობისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით უნარების განვითარებას, რაც მონაწილეებს დაეხმარება თანამედროვე და გლობალურ ტენდენციებთან ადაპტირებაში. რეგიონული ფონდის პროექტი „საჯარო სამსახური და პროფესიული განათლება“ საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით, განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.